ხელოვნების კლუბი "პალიტრა


დიოკნისის საჯარო სკოლა

სახვითი  და  გამოყენებითი  ხელოვნების  კლუბი
                 ,,პ  ა  ლ  ი  ტ  რ  








 კლუბის სლოგანი "ხელოვნებაა თავად უკვდავება "

კლუბის წესდება

ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისის საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბი "პალიტრა" შეიქმნა 2019 წელს 
კლუბის დამფუძნებლები არიან მეცხრე კლასის მოსწავლეები: დიანა ძირკვაძე და სალომე საგინაძე
კლუბის წევრები მიიღებიან საკუთარი განცხადების ან მშობლის განცხადების საფუძველზე 

კლუბის წევრები არიან : 8 კლასი–მარი ძირკვაძე, რიტა შავაძე,მამუკა საგინაძე ,ზურაბ ძირკვაძე

     7 კლასი – ბორია ძირკვაძე
     6 კლასი – ანანაო ძირკვაძე,ალექსანდრე შავაძე , მირანდა საგინაძე, ნიკა შავაძე, ვალერი ძირკვაძე,ქეთი პაქსაძე ,გოგა კახაძე
     5 კლასი თორნიკე კახაძე და ლუკა კახაძე

კლუბის კურატორი : ასლან ძირკვაძე
   
განაცხადი  კლუბის  შექმნის  შესახებ

სსიპ ხულოს  მუნიციპალიტეტის 
სოფელ დიოკნისის  საჯარო  სკოლის 
დირექტორს ბატონ  რევაზ ძირკვაძეს
ამავე  სკოლის  ხელოვნების  პედაგოგის
ასლან ძირკვაძის

განცხადება

2019 წლის 15 ოქტომბერს დიოკნისის  საჯარო  სკოლაში  შეიქმნა  ხელოვნების კლუბი „პალიტრა  “ ჩვენი  კლუბის  მიზანია ხელი  შევუწყოთ  მოსწავლეთა წიგნიერებისა  და   შემოქმედებითი  უნარების  განვითარებას.
გთხოვთ  დამრთოთ  ნება განვახორციელოთ  აღნიშნული  საქმიანობა.



განმცხადებელი: ა.ძირკვაძე

თარიღი:15.10 .2019





 ხელოვნების კლუბი „პალიტრა „


კლუბისმუშაობისდადებითიმხარე:
_კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბება;
_გუნდური მუშაობის ჩამოყალიბება;
_თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის უნარისჩამოყალიბება;
_პასუხისმგებლობის გრძნობისგ ანვითარება;
_შემოქმედებითი უნარების განვითარება;
_გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის ჩამოყალიბება;
_კლუბისჩამოყალიბება,  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითრომელიც ავითარებსშემოქმედებითობას,  აზროვნებას,  ტექსტებისგააზრების,   ტექსტის მიხედვით ილუსტრაციების შექმნის უნარსდამოუკიდებელ შემოქმედებით უნარებს,  ლიტერატურისა და ხელოვნების აღქმის უნარს.
საინფორმაციო ორგანო:
კლუბს აქვს საინფრომაციო ორგანოდა სტენდი  ,,ჩვენი შემოქმედება“,    
მუშაობის მიმართულებებიშემოქმედებითი უნარების განვითარებასაკვლევაძიებო მუშაობის ჩატარება, , სხვადასხვა ღონისძიებების  მოწყობა და სხვა.



კლუბისმუშაობისგრაფიკი:
კლუბის წევრები იკრიბებიან თვეში ორჯერ ხუთშაბათობით

კურატორი ვალდებულია,  კლუბის მუშაობის განრიგი,  შეხვედრებისა და ღონისძიებების ადგილი გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას.
წინასწარ განსაზღვროს და კლუბის წევრებს გააცნოს ღონისძიებების გეგმა.

რას შეისწავლიან ბავშვები?
  • მოსწავლეები გაიცნობენ ქართულ და მსოფლიოხელოვნების შედევრებს
  • მიიღებენ თეორიულ ცოდნას ხელოვნებსი დარგების შესახებ;
  • განივითარებენ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს;
  • მიეჩვევიან ინტელექტუალურ აზროვნებას დაგაიღრმავებენ ცოდნას საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისათვის;
  • ისწავლიანროგორ დახატონ ან წაიკითხონ ნახატი  დაეუფლონ ხელოვნების სხვადასხვა ხერხებს

                                             

                       
                                                              

                                                                                      15 სექტემბერი  2019 წელი.
                                                                             

  
მიზანი
    მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში  სახვითი  და  გამოყენებითი  ხელოვნების  პოპულარიზაციას.
          მოსწავლეებში  შემოქმედებითი  უნარის ,  ფანტაზიის  განვითარებას.
   განუვითაროს  გარე  სამყაროს    მხატვრული  აღქმის  უნარი  და  აზიაროს   მოსწავლეები ხელოვნების  საფუძვლებს.
  გააცნოს  და  შეაყვაროს   ეროვნული  ,  მსოფლიო  ხელოვნების  კლასიკური  ნიმუშები.
   დაეხმაროს   შეძენილ   ცოდნასა  და  უნარ-ჩვევების  რეალიზებაში.
     ხელი  შეუწყოს   ,  პრაქტიკული  და  შრომითი  უნარ-ჩვევების,        თავისუფალი  დროის   ორგანიზება, განვითარებას.

ამოცანები
   
       განუვითაროს    სწავლისადმი   პასუხისმგებლობა  ,  გუნდური  მუშაობის  უნარ-ჩვევა  ,რათა შესძლოს    ახალი   უნარების   მიღება,  დაუფლება    და   თავისუფალი  დროის  შინარსიანად   განკარგვა.
      საკუთარი  შესაძლებლობების,  გაანალიზების  და  სამომავლო  გეგმების,  მიზნების  დასახვა.
        საქველმოქმედო  აქციებში  მონაწილეობის ,თვითშეფასების,  თვითგანვითარების ,თვითანალიზის   უნარ-ჩვევა.
        საჯარო  საუბრის,     პრეზენტაციის ,ინდივიდუალური   და   ჯგუფური    გამოფენების  მოწყობისა  და   ჩატარების   უნარ-ჩვევა.                 
  
    
შედეგი
განუვითარდებათ    სამუშაოს   დაგეგმვის,  შრომისმოყვარეობის  ,მიზანსწრაფულობის ,შინაგანი  მოტივაციის   ამაღლების,  თვითშეფასების  , თვითანალიზის,   ესთეტიკური  გემოვნების, პრაქტიკული  საქმიანობის  უნარ-ჩვევა.
  ეზიარებიან  სახვითი  ხელოვნების  საფუძვლებს,  განუვითარდებათ    გარე  სამყაროს მხატვრული  აღქმის  უნარი  ,პატივს  სცემენ  ეროვნულ  თუ  მსოფლიოს  კულტურას.
ისწავლიან  თავისუფალი  დროის  სწორად  დაგეგმვა  განკარგვას,  რაც  საშუალებას მისცებს მომავალში  გახდენ  საზოგადოების    ჯანსაღი  სრულფასოვანი  წევრი.

სამიზნე  ჯგუფი
5-9 კლასი
 1-2 საფეხური

რაოდენობა
მინიმუმ       8
მაქსიმუმ      15
(საგნის  სპეციფიკიდან  გამომდინარე)




დაგეგმილი  ღონისძიებები:
1   .მოსწავლეთა  ნამუშევრების  ჯგუფური  და პერსონალური   გ  ამ ო ფ   ენ ა  თემაზე  : ,,  ჩემი პორტფოლიო ‘   (საგაკვეთილო  პროცესში  შექმნილი  მოსწავლეთა  ნამუშევრები)  
2. მოსწავლეთა  მიერ  მომზადებული  ვიდეო- კოლაჟის  ჩვენება  ,,ვისაუბროთ   ხელოვნებაზე’’ (მხატვართა  შემოქმედების  გაცნობის  მიზნით}
3   .გასვლითი  ღონისძიებები  :  ა)  პრაქტიკული  საქმიანობა  მუზეუმში.
                                                               ბ )სტუმრად  მხატვრის, მოქანდაკის
                             სახელოსნოში.
4.  კალენდარული  დღესასწაულებისადმი  მიძღვნილი   თემატური  გამოფენები:  ა)  საშობაო
             ბ)სააღდგომო
              
             გ  )დასკვნითი  (1   ი  ვ  ნ  ი  ს  ი .  ბავშვთი  საერთაშორისო  დღისადმი  მიძღვნილი)

 5  .პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა
        კლუბის  მუშაობის  ანგარიში-წარდგენა.


  შეხვედრა
საკ ითხი
აღწერა

1             
კლუბის   მიზნებისა და  ამოცანების გაცნობა
 პრეზენტაცია             .სამოქმედო  გეგმების გაცნობა
* .ქცევის  წესების შემუშავება’
*.მოლოდინებისა  და შეხედულებების ურთიერთ  გაზიარება.
*აქტივობა  :ეს  მე  ვარ (სახატავი მასალა  და  მისი დანიშნულება)
*.სამუშაო  შეხვედრების ორგანიზება.
2  .
რატომ  ვსწავლობ სახვით  ხელოვნებას
მინი  ლექცია1.აქტივობა  -მზესუმზირას  მარცვლები.
2.აქტივობა მოუსმინე,გაიაზრე,დახატე.
3. 
როგორ  შეიქმნა პირველი  ნახატი?
სლაიდ  შოუს  ჩვენება პირველი  საგამოფენო დარბაზი  მსოფლიოში
აქტივობა:მე  ვირჩევ
აქტივობა : პრაქტიკული სამუშაო
4
რა  დანიშნულება აქვს  ნახატში  ხაზსს და  რა  შეუძლია ფერს
ხაზთა  ტიპები  და  მათი დანიშნულება  ნახატში
აქტივობა: ჩ ანახატები
აქტივობა:პრეზენტაცია
 სახვითი ხელოვნების დარგები   
1        აქტივობა;მე  ვხატავ

2        .პრეზენტაცია
6
  როგორ  შევქმნათ მარტივი  კოპოზიცია ნახატისათვის
მასწავლებელი  აცნობს მოსწავლეებს  კომპოზიციის სახეებს,აძლევს  სათანადო რჩევებს   ეხმარება არჩეული  თემის კომპოზიციურაგადაწყვეტაში. .
   7             
შემოდგომის  ფერები
მარტივი  კომპოზიციის შექმნა  ანაბეჭდის ტექნიკით
მასალა  გუაში,აკრილი 
8
  ჩემი  თვალით დანახული შემოდგომა
პრაქტიკული  სამუშაო ქმნიან  მარტივ კომპოზიციას  თემაზე პეიზაჟი.მასწავლებელი მოსწავლეებს  უხსნის ნახატში  სივრცის გადმოცემის საიდუმლეობებს 
9
სტუმრად  მუზეუმში
მხატვართა  ნამუშევრების დათვალიერება

10

ფერი  და  განწყობა



პრაქტიკული  სამუშაო 
ხატვა  ლაქებით  .ლაქების საშუალებით  მოსწავლეები  ქმნიან ზამთრის  პეიზაჟს მასალა     ფანქარი  4-5  B.
გუაში
11
ესკიზის  შექმნა .
თემა  თავისუფალი.
მოსწავლე  არჩევს აპლიკაციისთვის  მასალას ,ადგენს  მარტივ კომპოზიციას  და  მუშაობს ინდივიდუალურად.
12
გობელენი
საუბარი  გობელენის ხელოვნებაზე
13
ორნამებტის  სახეები
პრაქტიკული  სამუშაო მოსწავლეები  ქმნიან მარტივ  ორნამენტს ,ხატავენ  ესკიზს ამზადებენ    მუყაოს დაზგას  გობელენისთვის
14.
დაწყებული  სამუშაოს   გაგრძელება
მოსწავლეები მუყაოს დაზგაზე  ქსელავენ   ძაფს და  იწყებენ  ესკიზის მიხედვით  ქსოვას
15
დაწყებული  სამუშაოს გაგრძელება  -დასრულება
პრეზენტაცია
საკლასო  გამიფენა
16
ცივი  ფერების გამოყენებით კომპოზიციის  შედგენა თემაზე: ზამთარი
 მოსწავლეები  ქმნიან მონოტოპიის  ხერხით სხვადასხვა  სახის კომპოზიციებს
17
დაწყებული  სამუშაოს დამთავრება
მოსწავლეები  ქმნიან კომპოზიციას  და საუბრობენ  არჩეული თემის  ირგლივ
18
ნიკო  ფიროსმანი
  მოსწავლეები  ეცნობიან მხატვრის  შემოქმედებას ვიდეო  მასალის  გამოყენებით   
აქტივობა:კითხვა-პასუხი

19
იოცნებე  და  ხატე
მოსწავლეები თავიანთი წარმოსახვით  ქმნიან  სხვადასხვა  კომპოზიციებს მხატვრი ს
20
მე  მხატვარი
გუაშის  საღებავებით ქმნიან    სხვადასხვა  ჟანრის სურათებს  გამოფენისთვის                          ,, საჩუქარი  დედას“
21
ყვავილები  ლარნაკში
მოსწავლეები  შერეული მასალის  გამოყენებით ამზადებენ  პატარა  ზომის სუვენირებს  საჩუქრისათვის.


22. 
კომიქსები
  მოსწავლეები  ქმნიან  მცირე  ზომის  თხზულებას კომიქსის  გამოყენებით
აქტივობა:  „დაასრულე ნაწარმოები..........
23
პრეზენტაცია
მოსწავლეები წარმოადგენენ  თავიანთ ნამუშევრებს.
24
გასვლითი  ექვსკურსია ბუნებში
პრაქტიკული  სამუშაო მოსწავლეები   აკვირდებიან  და  ჰქმნიან კომპოზიციებს  ზღვის თემატიკაზე
25
მე  და  შავი   ზღვა
ხატვა  წარმოსახვით მოსწავლეებს    თავიანთ ი შთაბეჭდილება  გადააქვს ფურცელზე
26
დაწყებული  სამუშაოს დასრულება
პრაქტიკული  სამუშაო ნამუშევრის  შესრულება ღრუბელისა  და  ჯაგრისის საშუალებით.  გუაში, აკრილი.
27
კომპოზიციისთვის  თემის, მასალის  შეჩევა და ნახატების  მომზადება ბავშვთა  საერთაშორისო დღისადმი  მიძღვნილ გამოფენაზე  წარსადგენად.
.პრაქტიკული 
სამუშაო: მოსწავლე  არჩევს მისთვის  სასურველ თემატიკას(პედაგოგის მიერ  შერჩეულ  სავარაუდო თემებიდან)და  ქმნის   სხვადასხვა    ვარიანტის ჩანახატებს
28
ირჩევს  კომპოზიციისთვის შესასრულებელ  მასალას და  ქმნის  ნამუშევრისთვის ესკიზსს
პაქტიკული  სამუშაო  :ქმნის ნამუშევარს   შერჩეული მასალითა  და  ესკიზის მიხედვით, ითვალისწინებს  წინა მეცადინეობაზე  მიღებილ გამოცდილებას

ხელოვნების მასწავლებელი : ასლან ძირკვაძე

წესდება:
1.ზოგადი დებულებები
1.1.კლუბი ,,პალიტრა“ (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია ხელოვნების მოყვარული მოსწავლეებისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
1.2.კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.3.კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, ხარაგაული, სოლომონ მეფის ქუჩა11, #3 საჯარო სკოლა
2.კლუბის მიზნები და ამოცანები2.1. ხელოვნების პოპულარიზაცი;
2.2. მოსწავლეებში ხელოვნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ მიმართულებით გემოვნების დახვეწა;
2.3.პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლენა და ჩამოყალიბება;
2.5. პრობლემის გადაჭრის უნარის გამოვლენა;
2.6.წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.7. ხელოვნების საღამოების ორგანიზება;
2.8.პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება;
2.9.კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა,რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს,ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
3. კლუბშიგაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2.კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლისსაბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3.კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით.
3.4.კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5.კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.6.კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე,რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
3.7.კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ)კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
4.კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
5.კლუბის მუშაობა
5.1.კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ და აგრეთვე შეიძლება შეიკრიბოს საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2.კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში ქმნის facebook–ის გვერდს, სადაც განთავსდება ინფორმაცია კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები:
• ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხვებზე;
• ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტს;
• უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
• წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
6. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
7.კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისგადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.


კლუბის ხელმძღვანელი: 
კლუბის კონცეფცია მისია:

კლუბი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში, მსოფლიო მნიშვნელობის
ხელოვანების და მათ შორის ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი შედევრების აღქმისა და შესწავლისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას.
მიზანი
კლუბის მიზანია მოსწავლეებს გაუღრმავოს და გაუმდიდროს ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მსოფლიო ხელოვნებისა
და ხელოვანების შესახებ და მოახდინოს მოსწავლეთა რეალიზება.
ამოცანები
1. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მსოფლიო ხელოვნების მიმდინარეობების შესახებ.
2. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას მსოფლიო დონის ხელოვანების და მათ შორის ქართველი ხელოვანების ცხოვრებისა
და მოღვაწეობის შესახებ.
3. მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნისა და კლუბური მუშაობის საფუძველზე მიღებული ცოდნის
გამოყენებით, მოახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.
სამიზნე ჯგუფი
მე–8, მე–9, მე–10 კლასის მოსწავლეები რაოდენობა
მინიმუმ 5მოსწავლე და მაქსიმუმ 20 მოსწავლე.
შედეგები
1. მოსწავლეები მოაწყობენ ღონისძიებებს მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანთა ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.
2. მოსწავლეები კლუბური მუშაობის საფუძველზე მიღებული
ცოდნით, გაიუმჯობესებენ აკადემიურ მოსწრებას.
3. მოსწავლეები მოაწყობენ გამოფენას.
კლუბის პროგრამა
კალენდარი
კვირაში ერთი შეხვედრა ერთი საათის ხანგრძლივობით. საჭიროების შემთხვევაში (მოსწავლეთა სურვილის და მოთხოვნის გათვალისწინებით) შეხვედრების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კვირაში ორ საათამდე.
კამპანია
სასწავლო წლის პირველ დღეს, საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები და მოწვეული სტუმრები, დირექციის წარმომადგენელთა მხრიდან მისასალმებელ სიტყვაში გაკეთდა განცხადება, სკოლაში კლუბური მუშაობის დანერგვის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ხელოვნების მიმართულებით.
მომდევნო სასწავლო დღეს, დიდ დასვენებაზე მოხდა სამიზნე ჯგუფებში შესვლა და მოსწავლეთა ინფორმირება ხელოვნების კლუბის დაარსების თაობაზე. დაინტერესებულმა მოსწავლეებმა დასვეს კითხვები კლუბის სამუშაო გეგმებთან დაკავშირებით. ისინი გაეცნენ კლუბის კონცეფციას. რამდენიმე მოსწავლემ მაშინვე გამოთქვა სურვილი კლუბში გაწევრიანებისა. მომდევნო დღეს, დაინტერესებულმა მშობელმა, სატელეფონო საუბრით მიიღო ინფორმაცია კლუბის კონცეფციის შესახებ და სურვილი გამოთქვა მისი შვილის კლუბში გაწევრიანების თაობაზე.

მომდევნო დღეებში დაგეგმილია მშობელთა კრებები, სადაც კლასის დამრიგებლები გააცნობებ მშობლებს კლუბის შესახებ ინფორმაციას და დაინტერესებულები მიიღებენ ამომწურავ პასუხებს დასმულ კითხვებზე.
შეხვედრების ცხრილი
1. ურთიერთგაცნობა და კლუბის სამუშაო გეგმის გაცნობა. წესების შემუშავება მოსწავლეები გაეცნობიან კლუბის სამუშაო გეგმას. მოსწავლეთა თანამონაწილეობით მოხდება კლუბში მუშაობის წესების შემუშავება.
2. უძველესი ადამიანების ხელოვნება ფოტო და ვიდეო მასალების გამოყენებით გამოქვაბულების ხელოვნების შესახებ ცოდნის გამდიდრება
3. შუამდინარეთის ხელოვნება სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან შუამდინარული ხელოვნების შესახებ მასალების წაკითხვა და ფოტომასალების გაცნობა–განხილვა.
4. საოცარი ეგვიპტე სხვადასხვა ენციკლოპედიებიდან ეგვიპტის შესახებ მასალების გაცნობა
5. საბერძნეთი საუბრები ბერძნულ არქიტექტურასა და ქანდაკებაზე
6. ყველა გზა რომში მიდის ფოტო და ვიდეო მასალებით რომში მოგზაურობა
7. ძველი ცივილიზაციების განზოგადება საუბრები ძველი ცივილიზაციების ხელოვნების თავისებურებების შესახებ
8. პრაქტიკული სამუშაო მოსწავლეები გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს ძველი ცივილიზაციების შესახებ ესეს, ნახატის ან მისთვის სასურველი ნებისმიერი ფორმით.
9. შუა საუკუნეების ჩინეთის და იაპონიის ხელოვნება მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას მოძიებული მასალებისა შუა საუკუნეების ჩინეთისა და იაპონიის ხელოვნების შესახებ.
10. აღმოსავლეთი–მარაოს სამშობლო გაეცნობიან მარაოს ისტორიას. ქაღალდებით გააკეთებენ მარაოებს და მოხატავენ
11. რენესანსი–ხელოვნების მწვერვალი გაეცნობიან აქამდე უცნობ ნამუშევრებს რენესანსის ეპოქიდან ფოტო და ვიდეო მასალებით .

12. პრეზენტაცია–რენესანსის კორიფეები მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ მასალებს მათთვის ყველაზე საინტერესო ხელოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რენესანსის ეპოქიდან.
13. სტუმრად მუზეუმში ხარაგაულის მუზეუმში ნახატების დათვალიერება
14. ბაროკო–უფორმო მარგალიტი ბაროკოს ეპოქის გაცნობა
15. რუბენსი და რემბრანდტი საუბრები რუბენსისა და რემბრანდტის შესახებ
16. იმპრესიონიზმი იმპრესიონისტი მხატვრების გაცნობა
17. როდენი საუბრები როდენზე
18. დავით კაკაბაძე საუბრები დავით კაკაბაძეზე
19. პიკასო და მე–20 საუკუნის მხატვრული მიმდინარეობები ფოტო, ვიდეო და ლიტერატურული მასალების გაცნობა პიკასოს შესახებ
20. ექსპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი,
სიურეალიზმი მხატვრების და მათი ნამუშვრების გაცნობა
21. ქართული ხუროთმოძღვრება ფოტო და ვიდეო მასალების გაცნობა
22. ექსკურსია უბისის წმიდა გიორგის მონასტერში 
23. საკვირაო სკოლაში მისვლა საუბრების მოსმენა ქართული ტაძრების შესახებ
24. ფიროსმ,ანი საუბრები ფიროსმანის შესახებ
25. ფიროსმანი ფილმის ნახვა ფირტოსმანზე
26. ქართული ქანდაკება საუბრები ქართულ ქანდაკებაზე
27. ქართული ქანდაკება ექსკურსია თბილისში ქანდაკებების სანახავად
28. ქართული ქანდაკება შთაბეჭდილებების გადმოცემა ექსკურსიის შემდეგ ნახატის, ესეს, ჩანახატის ან სხვა ნებისმიერი ფორმით.
29. რა მომცა კლუბმა საუბრები კლუბში განხორციელებული აქტივობების პროდუქტიულობის შესახებ
30. გამოფენა კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტო გამოფენის მოწყობა

No comments:

Post a Comment