გაკვეთილები

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  თემა
პერსპექტივა
კლასი
6
მოსწავლეთა რაოდენობა
7
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეთა  ცოდნის გაფართოება  პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით სივრცის გადმოცემის შესაძლებლობებზე, გარემოსა და ბუნებაზე  დაკვირვების შედეგების  პრაქტიკულ ნამუშევარში  გადმოცემის, შეფასებისა და თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.
შედეგი
·      ხატავს  სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების  გამოყენებით/წინა პლანი,  უკანა შუა პლანი,ნახევარტონები.
·      ნამუშევარში გადმოსცემს ბუნების მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს.
·      საუბრობს საკუთარ და სხვის ნამუშევრებში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე
გამოსაყენებელი რესურსები
სახელმძღვანელო,სახატავი მასალა,ფურცლები, მხატვრული ილუსტრაციები.

წინარე ცოდნა
ნამუშევარში კომპოზიციური განაწილების ხერხები
გაკვეთილის აქტუალობა
·   პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოსახვის ხერხების გაცნობა.

შეფასება
განმსაზღვრელი
გაკვეთილის მსვლელობა
1აქტივობა/10წთ/
 გაიხსენოს კომპოზიციის განაწილების ხერხები.
აღწეროს პეიზაჟის ნიმუშზე ასახული ხედი.
როგორაა ასახული ახლომდებარე  და შორსმდებარე საგნები
შეადაროს  ნამუშევრები ერთმანეთს დაგამოთქვას  ვარაუდი, რატომ დაინტერესდნენ მხატვრები სივრცის გადმოცემით.
2აქტივობა/10წთ/
სახელმძღვანელოზე მუშაობა.ჯგუფში ილუსტრაციების განხილვა.


3აქტივობა/20წთ/
თეორიული ცოდნა  გამოიყენოს  პრაქტიკულ ნამუევარში
წარმოადგინოს ბუნების ამსხველ სურათში წინა,შუა და უკანა პლანი
4აქტივობა/5წთ/
მსჯელობს საკუთარი ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
გამოთქვამს  აზრს ,თუ რამდენად ქმნის ესა თუ ის ნამუშევარი სივრცის შთაბეჭდილებას

4აქტივობა/5წთ/
მსჯელობს საკუთარი ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
გამოთქვამს  აზრს ,თუ რამდენად მოახდინა შთაბეჭდილება ნანახმა

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  თემა
გრავიურა
კლასი
6
მოსწავლეთა რაოდენობა
6
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეთა  ცოდნის გაფართოება გრავიურის გამოყენებით.  ძირითადი კანონების ბეჭდური გრაფიკის გამოყენებით გადმოცემის შესაძლებლობებზე, შედეგების  პრაქტიკულ ნამუშევარში  გადმოცემის, შეფასებისა და თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.
შედეგი

..VI.10.


 

გამოსაყენებელი რესურსები
სახელმძღვანელო,ფურცლები, მხატვრული ილუსტრაციები  სლაიდები კომპიუტერი პროექტორი .
წინარე ცოდნა
ნამუშევარში კომპოზიციური განაწილების ხერხები
გაკვეთილის აქტუალობა
·  გრავიურის ძირითადი კანონების გამოსახვის ხერხების გაცნობა.
გაკვეთილის მსვლელობა
1 აქტივობა10წთ/ წინარე ცოდნის გააქტიურება
 გაიხსენოს ნანახი გრავიურის მაგალითები .რა იციან გრავიურის ისტორიის შესახებ
2 აქტივობა/10წთ/  ჯგუფური მუშაობა
სახელმძღვანელოზე მუშაობა.ჯგუფში  განხილვა.ჯიგსოუს მეთოდით
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ჯგუფებში ნაწილდებიან და მასწავლებელი უნაწილებს მათ ტექსტის ნაწილებს კითხულობენ და შემდეგ უბრუნდებიან ერთად ისევ თავიანთ ჯგუფებს უზიარებენ მიებულ ინფორმაციას ტექსტიდან გრავიურის შესახებ .მისი ისტორიის და გამოყენების შესახებ ბეჭდვითი გრფიკის შესახებ.

3. აქტივობა/10წთ/
მასწავლებელი უჩვენებს სლიდებს ბეჭდური  გრაფიკის მაგალითებს და უხსნის თუ როგორ განვითარდა ბეჭდური გრაფიკა ,გრავიურა.
4აქტივობა/5წთ/
მსჯელობს გრავიურის მნიშვნელობაზე
გამოთქვამს  აზრს ,თუ რამდენად ქმნის ესა თუ ის ნამუშევარი  შთაბეჭდილებას
5. აქტივობა/5წთ/გაკვეთილის შემაჯამებელი კითხვები
მასწავლებელი უსვამს კითხვებს მოსწავლეებს გრავიურის შესახებ .


6.აქტივობა 5წთ საშინაო დავალების მიცემა
მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით გრავიურის მსოფლიოში ცნობილი მაგალითების შესახებ

შეფასება
განმსაზღვრელი ,განმავითარებელი შეფასების რუბრიკები




დანართი 1

კითხვები  გაკვეთილის შეჯამებისათვის

1.რომელ სფეროში გამოიყენება  ყველაზე ნაყოფიერად გრავიურის ტექნიკა?
2.იმსჯელეთ ,რა შესაძლებლობებს აძლევს მხატვარს გრავიურა?
3.რა მიზნებისთვის გამოიყენებდით გრავიურას ?
4.თქვენი აზრით ,იძლევა თუ არა ანაბეჭდის კეთების პროცესი ჯგუფური მუშაობის  შესაძლებლობებს?





ჯგუფზე დაკვირვების რუბრიკა

კრიტერიუმები
დიახ
არა
ნაწილობრივ
კომენტარი
შედგა თუ არა მოსწავლეებს შორის ურთირთთანამშრომლობა
ხომ არ დომინირებდა ერთი მოსწავლე
ჰქონდათ თუ არა გადანაწილებული ფუნქციები
რამდენად დაიცვეს დროის ლიმიტი
მათ მიერ წარმოდგენილი თემა შეესაბამებოდა თუ არა მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას
ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია იყო  ლაკონურად და თანმიმდევრულად ჩამოყალიბებული
იყო თუ არა ჯგუფის ნამუშევარი წარმატებული და რამ გამოიწვია ეს წარმატება
იყო თუ არა პასიერი მოსწავლე და რამ განაპირობა მისი პასიურობა


















No comments:

Post a Comment